სუმის ქალაქ დრუჟბაში რუსული დაბომბვის შედეგად განადგურდა უმე-ის ტაძარი

წმინდა სერაფიმე საროველის ტაძარი (ქ. დრუჟბა). ფოტო: пресс-службы Конотопской епархии
2024 წლის 21-22 მარტის ღამეს, სუმის რაიონის ქალაქ დრუჟბას რუსული ჯარების დაბომბვის შედეგად, სერიოზულად დაზიანდა წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესია, - ამის შესახებ კონოტოპის ეპარქიის პრესსამსახურმა იუწყა.
აფეთქების შედეგად დაინგრა ეკლესიის კედლები და სახურავი, ყველა სარკმელი ჩამსხვრეულია, დაზიანდა კანკელი და ინტერიერი. საბედნიეროდ მრევლიდან არავინ დაშავებულა.
ტაძრის წინამძღვარმა, მამა ალექსანდრემ ადგილობრივ გამოცემას განუცხადა, რომ აფეთქებამ თითქმის ყველაფერი გაანადგურა, რაც ტაძარში იყო.
„დაზიანდა სახურავი, გაჩნდა ბზარები ტაძარში, გატეხილია წმინდა ხატები, ჩაიმსხვრა ფანჯრები და კარები“, - განაცხადა მან.
მერის მოადგილე ოლეგ პაშკოვსკიმ თქვა, რომ „დარტყმა ღამით თორმეტ საათზე მოხდა, დაზიანდა ხუთსართულიანი შენობა, კერძო სახლები, ბაზარი, ტაძარი, სახანძრო სადგური და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა“.
როგორც მჟკ წერდა, 22 მარტს, რუსული ჯარების მიერ დნეპრის დაბომბვის შემდეგ, დაზიანდა დასავლეთის საცხოვრებელ ზონაში მდებარე მართალი სვიმეონის სახელობის ეკლესია.
წაიკითხეთ ასევე
ვრცელდება რუმინეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა
,, უფალი იესო ქრისტეს მიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენს უნეტარესობას, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისავსეს და გულითადად გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.''-მიტროპოლიტი დანიელი.
ბულგარეთის პატრიარქი: ,,ბულგარეთს მუდამ უყვარდა მოძმე ქართველი ხალხი''
სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.
აშშ-ში საქართველოს საელჩომ საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა
მიღება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა — ღონისძიებაში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მონაწილეობდა.
პატრიარქი თეოფილე III: „საქართველომ თავისი სარწმუნოება მიიტანა იერუსალიმში“
იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა და ქართველი ხალხისა და წმინდა მიწის მრავალსაუკუნოვან სულიერ კავშირზე გაამახვილა ყურადღება.
მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა
მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ხსოვნას პატივი მიაგო და მის სულიერ ღვაწლს მადლიერებით გამოეხმაურა.
წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ
წმინდა გაბრიელ ქართველის ნაწილების შემცველი ხატისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „წილხვდომილობის“ ხატის მოგზაურობა კანადის ოთხ ქალაქში ღვთისმსახურებებით გაგრძელდება.