უმე-ს იერარქმა აღნიშნა ეკლესიის როლი ტყვეთა გაცვლის პროცესში
ბორიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: antoniy.com.ua
უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესია არაერთხელ წარმოაჩენდა მზადყოფნას, რომ ტყვეთა გაცვლის პროცესში შუამავლის როლში გამოვიდეს. ეკლესიისა და მისი წინამძღვრის წყალობით უკვე გაანთავისუფლეს ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე. ამის შესახებ კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა) წერდა თავის тг-არხზე ორშაბათს, 19 აპრილს.
იერარქმა აღნიშნა, რომ წინადღით უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პრეს-მდივანმა იულია მენდელმა გამოაქვეყნა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეზისი დონბასში სიტუაციის შესახებ, რომლებიც წარმოთქვეს უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე პარიზში.
პირველ რიგში, ლაპარაკი იყო ცეცხლის შეწყვეტაზე „და ამ მხრივ ჩვენს ეკლესიას შეუძლია მხოლოდ მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს მსგავს ინიციატივას, რომელიც თანამდებობის პირმა გააჟღერა“, ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი და წმინდა სინოდი არაერთხელ აღნიშნავდნენ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას და მნიშვნელობას, - ხაზი გაუსვა მან. - უკრაინას ჭირდება მშვიდობა, ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყველა ერთად მივილტვით. შეიარაღებულმა წინააღმდეგობამ უკვე ათასობით სიცოცხლე შეიწირა და ნებისმიერი სიკვდილი გაერთიანებულ ძალთა ოპერაციაში - დედების, ცოლების, შვილების ტკივილი და ცრემლებია. მსგავს სიტუაციაში ეკლესიის მისია მდგომარეობს იმაში, რომ მშვიდობისკენ და ომის შეწყვეტისკენ მოუწოდოს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არის ის ძალა, რომელსაც აქვს პოტენციალი გააერთიანოს ზიზღითა და აგრესიით გახლეჩილი ქვეყანა“.
მეორე უმთავრესი თეზისი, რომელიც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა გაახმოვანა, ეხება ტყვეების გაცვლის პროცესის აქტივიზაციას „ყველა ყველაზე“. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა, არაერთხელ წარმოაჩენდა მზადყოფნას ამ პროცესში შუამავლის როლში გამოვიდეს, „ჩვენი ეკლესიის წყალობით და უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს უშუალო მონაწილეობით განთავისუფლდა ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე“.
მან მოიყვანა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს სიტყვები, რომლებიც მან ამ თემაზე სხვადასხვა წლებში წარმოთქვა.
მაგალითად, 2019 წელს მან თქვა, რომ „ჩვენი ეკლესია უკვე რამდენიმე წელია დაკავებულია სამხადრო ტყვეების განთავისუფლების საკითხით... ჩვენ არ ვუღრმავდებით იურიდიულ საკითხებს, ვინ რამდენად და ვის წინაშე არის დამნაშავე, ჩვენ ვამბობთ: ყველა ღვთის წინაშე ვართ, ყველა ვცოდავთ ღვთის წინაშე - არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ცოდავს ღვთის წინაშე. ის გვპატიობს? გვპატიობს. თქვენც შეუნდეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთი გვინდობს ჩვენ. ეს ის პრინციპია, რომელიც ჩვენ სამხედრო ტყვეების განთავისუფლებაში გვეხმარება“.
მანამდე, 2017 წელს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებით, 73 უკრაინელი ტყვე ჯარისკაცის განთავისუფლების დროს, უნეტარესმა თქვა: „ტყვეთა გაცვლა პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ დონბასში შეწყდეს ომი... ეკლესია მოქმედებს მხოლოდ მოწყალების სფეროში, თუ ეს არ იქნება, წარმატებას ვერაფერში ვერ მივაღწევთ. უნდა მივუტევოთ ერთმანეთს - ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ტყვეები განთავისუფლდნენ და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ, ჩვენს სამშობლოში მშვიდობა დაისადგურებს... უკვე შეირყა ის კედელი, რომელიც ჩვენს შორის აღიმართა, უკრაინელებს შორის, და ორად გვყოფდა. ეს კედელი შეირყა და ღმერთმა ქნას, რომ სულ დაინგრეს“.
„არ შეიძლება უნეტარესის ამ სიტყვებს არ მოუსმინო. მიტევება, მოწყალება და ერთობა - ის პრინციპებია, რომლებიც მხოლოდ ტყვეთა განთავისუფლებაში კი არა, დონბასში ომის შეწყვეტაშიც გვეხმარება“, - დაასკვნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი იუწყებოდა, ზელენსკის იმედი აქვს, რომ ტყვეების გაცვლის პროცესს ფორმატში „ყველა ყველაზე“ აღდგომას განახორციელებს.
მჟკ წერდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა მოუწოდა, რომ მთელი ძალით ეცადონ დონბასში ესკალაციის თავიდან აცილებას.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.