გერმანიაში 2005 წლიდან 650 კათოლიკური ეკლესია დაიხურა

მიტოვებული ტაძარი. ფოტო: artheroes

გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის მდივანი იტყობინება, რომ 2005 წლიდან დღემდე, 650 რკე-ს ეკლესიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "შეწყდა ღვთისმსახურება".

რკე-ის გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენციის სამდივნომ განმარტა, რომ 2005 წლიდან 650-მა კათოლიკური ეკლესიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით „შეწყვიტა ღვთისმსახურება“, რაც ნიშნავს „სეკულარიზაციის ნამდვილ ტალღას“. 2019 წლიდან 2023 წლამდე გერმანიაში ყოველწლიურად საშუალოდ 28 ეკლესია იხურებოდა.

საეკლესიო შენობები იხურება, ანგრევენ ან ცვლიან ტრადიციულ კათოლიკურ რეგიონებშიც კი, როგორიცაა აუგსბურგის ეპარქია.

რამდენიმე წლის წინ, ოფიციალური საეკლესიო სტატისტიკა ითვლიდა 24 500 „წმინდა ეკლესიის შენობას“. დღეს მათი რიცხვი 24 000-მდე შემცირდა.სულ 2005 წლიდან დღემდე 650 კათოლიკური ეკლესია დაიხურა. აღნიშნულია, რომ პროტესტანტული ეკლესიები გაცილებით იშვიათად იკეტება.

გერმანიაში თვლიან, რომ სალოცავების რაოდენობის შემცირება შეესაბამება ტენდენციას, რომლის მიხედვითაც რკე და ლუთერანები ყოველწლიურად კარგავენ ათიათასობით მრევლს. 2023 წლის მონაცემებით, ყოველი მეორე გერმანელი აღარ ეკუთვნის გერმანიის ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ ეკლესიას.

დღეს გერმანიაში ეკლესიის შენობის შენარჩუნება და გათბობა დაახლოებით 100 000 ევრო ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მრევლის დაახლოებით ხუთიდან ექვსი პროცენტი კვლავ ესწრება საკვირაო მსახურებას, მათი რიცხვი სწრაფად მცირდება.

მანამდე მჟკ წერდა, რომ რკე-ის გერმანიის ეკლესიაში მრევლმა ზიარება მიიღო „იხვის ჭუკების ცეკვის“ ფონზე.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.