ფანარიონის ქმედებებს მხოლოდ ზიანი მოაქვს უკრაინისათვის,-დეკანოზი კლიმენკო
დეკანოზი ალექსანდრე კლიმენკო. ფოტო: Украинская правда
კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ყველა ქმედებას უკრაინაში მხოლოდ ზიანი მოაქვს, და ეს ფაქტია. ამაზე უმე-ს მღვდელმსახურმა დეკანოზმა ალექსანდრე კლიმენკომ განაცხადა „უკრაინის პრავდა“-სთან ინტერვიუში.
მღვდელმა აღნიშნა, რომ იმ ეკლესიებშიც კი, რომლებმაც აღიარეს მეუ, ბევრი კლირიკი, ეპისკოპოსი და ბერ-მონაზონი თვლიან, რომ კონსტანტინოპოლი ჩაერია არა თავის კანონიკურ ტერიტორიაზე, და“ის, რომ ხდებოდა პოლიტიკური ზეწოლა სხვადასხვა დონეზე-ეს ჩვენთვის აშკარაა.“
ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა მან, არავითარი საეკლესიო მიზეზები ფანარიონის ასეთი ქმედებებისთვის არ არსებობდა.
„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ კონსტანტინოპოლი-რომელსაც,ფაქტიურად, თვით თურქეთში ჰყავს 5 ათასი მრევლი-ეს მხოლოდ ისეთი ისტორიული ფორმაა, რომელიც უკვე ვეღარ ატარებს წარსულის დიდებას,-აღნიშნა მამა ალექსანდრმა.- ჩემი აზრით, შესაძლებელია, ეს (ტომოსის მინიჭება-რედ.)-მისი უცნაური მეთოდია კიდევ ერთხელ განაცხადოს თავის მნიშვნელობაზე. შესაძლებელია, ეს პატრიარქ ბართლომეს პირადი ამბიციებია. მაგრამ ჩემთვის ფაქტია, რომ ყველა მის მოქმედებას უკრაინაში ჯერჯერობით მხოლოდ ზიანი მოაქვს.“
მათ შორის, დეკანოზის აზრით, „მეუ-ს შექმნა და ამ ტომოსმა ზიანი მოუტანა უკრაინულ გაერთიანებას,“ და უმე-ს მიმართ ძალადობრივი ქმედებების -ტაძრების მიტაცება, მორწმუნეების ცემა, თემების არაკანონიერი გადარეგისტრირების მოწონებამ-ჯვარი დაუსვა სწრაფი დიალოგის შესაძლებლობას.“
ადრე მჟკ წერდა, რომ უმე უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლის წინააღმდეგია.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.