ბართლომეს და მეუ საშუალებით მთავრობას სჯერა აშშ-სთან ურთიერთობის დაალაგებს
რუსლან ბორტნიკი. ფოტო: persona.top
კონსატანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესა და უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის საშუალებით ზელენსკისთან იმედოვნებენ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დამყარებას. ამის შესახებ პოლიტიკური ექსპერტმა, „უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა თქვა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში, რომელიც ეხებოდა „ხალხის მსახურისა“ და პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის კირილ ტიმოშენკოს შეხვედრას ფანარის მეთაურთან, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა სტამბულში.
„უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეთა ჯგუფი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელები, ეს კი კირილ ტიმოშენკოა, რომელიც იმედოვნებს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის საშუალებით ჩამოაყალიბოს აშშ-თან ურთიერთობა, ესტუმრნენ ბართლომეს და ამგვარად გამოააშკარავეს თავიანთი პოლიტიკური პოზიცია, ლოაილობის დემინსტრირების მცდელობით, ისინი ბართლომეს საშუალებით აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ჩამოყალიბების გზებს ეძებდნენ“, - დაადასტურა ექსპერტმა.
მან დაამატა, რომ უნდა დაელოდონ პატრიარქ ბართლომეს ვიზიტს უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის აღსანიშნავად და ამასთან დაკავშირებით „შეიძლება განიხილონ საკითხები, რომლებიც ეხება ფანარის საკუთრებას უკრაინაში და ერთობლივ ნაბიჯებს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის გასაძლიერებლად და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის შესამცირებლად“.
რაც შეეხება პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პოზიციას, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ რელიგიურ საქმეებში არ უნდა ჩაერიონ, რუსლან ბორტნიკის აზრით, „დღეს ის დაინტერესებულია ამერიკის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა დონის მრავალმხრივი კონტაქტების დამყარებაში, რომელთა შორის რელიგიური პრობლემატიკის თემაც არის. მით უმეტეს, ჩვენ გვახსოვს, რომ აშშ და ბაიდენი აქტიურად მხარს უჭერენ მსოფლიო რელიგიური ინიციატივის, ასეთი რელიგიური სუბიექტის განვითარებას“.
შეგახსენებთ, რუსლან ბორტნიკი თვლის, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიძლება მხარი დაუჭიროს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევას უკრაინაში.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.