თემი პერევალში აშენებს ახალ ტაძარს მეუ-ს მიერ მიტაცებულის სანაცვლოდ

საშობაო ლიტურგია ს. პერევალში სახლში მოწყობილ სამლოცველოში. ფოტო: Facebook-страница Владимира Красули

წმინდა მიძინების უმე-ს თემი ვოლინის ოლქის ტურიისკის რაიონის სოფელ პერევალში, რომელიც დაზარალდა მეუ-ს რეიდერების მიერ 2019 წელს, მიიღო მიწის ნაკვეთი ახალი ტაძრის მშენებლობისათვის და ითხოვს ფინანსურ დახმარებას, იტყობინება მჟკ-ს კორესპოდენტი წინამძღვარის, დეკანოზ ვიტალი ჩაბანის  წყაროს მითითებით.

მღვდელმსახურის სიტყვებით, ტურიისკის თემის ტერიტორიული გაერთიანების საბჭოს გადაწყვეტილებით, უმე-ს თემმა სოფელ ტორგოვიშეში მიიღო მიწის ნაკვეთი ტაძრის ასაშენებლად სოფელ პერევალში.

წმინდა მიძინების სახელობის თემმა მეუ-ს სასარგებლოდ გადარეგისტრირების შედეგად  დაკარგა იურიდიული პირის სტატუსი, თუმცა თემი დე-ფაქტო შენარჩუნებულია და აგრძელებს მოქმედებას.  გააფორმა რა ყველა საჭირო  დოკუმენტი, სამრევლო ახლო მომავალში იწყებს ახალი ტაძრის აღმართვას.

ამ დროისათვის უმე-ს თემი იკრიბება შენობაში, რომელიც მორწმუნეების საჭიროებისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გადაეცათ არენდით. ამასთან მეუ-ში გადასული ყოფილი წინამძღვარი, თუმცა აგრძელებს პერევალში ცხოვრებას, მეტს არ მსახურობს.

პერევალში უმე-ს სამრევლო 2019 წელს გახდა მეუ-ს აქტივისტების რეიდერული დაპყრობის ერთ-ერთი სამიზნე ტურიისკის რაიონში. წინამძღვარმა დეკანოზმა იური ბილოვუსმა განაცხადა ახალ საეკლესიო სტრუქტურაზე გადასვლის შესახებ. ასევე სამრევლო იქნა გადარეგისტრიებული მეუ-ს სასარგებლოდ ვოლინსკის საოლქო ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის 2019 წლის 7 ივნისის განკარგულებით.

უმე-ს  საბანკო ანგარიში, რომელიც სოფელ პერევალში ტაძრის აშენებისთვისაა განკუთვნილი: UA563034400000026009055501980, 5169330514574448

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, რეიდერებისაგან დაზარალებულ უმე-ს თემს დაუნიშნეს წინამძღვარი.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.