ვატიკანში განაცხადეს, რომ ღვთისმშობელი აერთიანებს ქრისტიანობასა და ისლამს
პაპ ფრანცისისა და ისლამისტების შეხვედრა. ფოტო: famigliacristiana.it
18 თებერვალს რომში დაიწყო ვებინარების სერია, რომელიც ეძღვნება დიალოგს კათოლიციზმსა და ისლამს შორის სახელწოდებით "მარია, რწმენის და სიცოცხლის მოდელი ქრისტიანობისა და ისლამისათვის", ორგანიზებულია პაპის მარიოლოგიის საერთაშორისო აკადემიის და იტალიის ისლამური კულტურული ცენტრის და რომის დიდი მეჩეთის თანამშრომლობით, იუწყება churchmilitant.com.
ვებინარების მიმდინარეობისას ღვთისმშობლის ქანდაკება წარმოადგენდა რელიგიათაშორის დიალოგის გამაერთიანებელ საგანს.
ისლამურ-კათოლიკური დიალოგის ორგანიზატორმა რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა ჯან მატტეო როჯიომ განაცხადა, რომ ღვთისმშობლის ქანდაკება თითქოსდა პასუხობს "იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის გენეტიკურ კოდებს", ამიტომ შეიძლება იყოს ხიდი რელიგიურ და მულტიკულტურულ სამყაროებს შორის.
"მიეკუთვნება რა ამ სამ რელიგიურ და მულტიკულტურულ სამყაროს (იუდაიზმს, ქრისტიანობასა და ისლამს, მარიამის ქანდაკება თავისთავად წარმოადგენს მუდმივ მოწვევას გაერთიანებისკენ, იმ ქანდაკებებისაგან განსხვავებით, რომლებსაც მიჰყავთ ომისკენ, სიძულვილისა და არაადამიანობისკენ,"- აღნიშნა მან.
ამავე დროს churchmilitant.com -ის ავტორები იხსენებენ, რომ ისლამური ჰადისის თანახმად (გადმოცემა მუჰამმადის შესახებ, რომელიც აღწერს მის რაიმე საქციელს ან გამონათქვამს) მუსულმანები დარწმუნებული არიან, თითქოს ღვთისმშობელი სამოთხეში უნდა გახდეს მუჰჰამედის ცოლი. ამაზე ნაწილობრივ საუბრობდა ეგვიპტის ყოფილი მინისტრის მოადგილე რელიგიურ საკითხებში დოქტორი სალემ აბდულა გალილი. ამ ფაქტზე თანამედროვე ქრისტიანებმა არაფერი არ იციან, მაგრამ შუასაუკუნეებში, ისლამური ოკუპაციის დროს, ეს კარგად იყო ცნობილი, იმიტომ რომ მუსულმანი დამპყრობლები რეგულარულად ამცირებდნენ ქრისტიანებს ამ ტექსტით.
ვებინარები ერთობლივად მიყავთ კათოლიკებს და მუსულმანებს, რომელთა მისწრაფებაა "დიალოგი, ცოდნა და თანამშრომლობა." ასევე ვებინარებზე წაიკითხავენ ლექციებს, მიძღვნილს ლოცვაზე, ძალადობაზე, სინანულზე, მარხვასა და მოქალაქეობაზე.
ვებინარების სესია დასრულდება რამადანის თვეში რომის დიდი მეჩეთის საკონფერენციო დარბაზში.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, რმე -ში გაიხსენეს 12 განსხვავება მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის.
ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა
მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.
კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს
ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა
ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.
პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა
„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.
სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს
სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.
ეკლესია წმინდა იოაკიმე და ანას მოიხსენებს
წმინდა იოაკიმე ანა ითვლება უშვილოთა შემწეთ, ისინი განსაკუთრებით ეწევიანთ მათ ვისაც შვილი არ ჰყავთ.