უმე-ს ჩერნიგოვის ტაძრის წინამძღვარი: კულტურის სამინისტრომ წმინდა ნაწილები შეურაცხყო

ჩერნიგოვში ნიღბიანები ტაძარში შესვლის უფლებას არ აძლევენ სასულიერო პირებს. ფოტო: СПЖ

ჩერნიგოვის უმე-ს სამების ტაძარში დასრულდა კულტურის სამინისტროსა და ნაკრძალ «Чернигов древний»-ის კომისიის შემოწმება.

ტაძრის წინამძღვარმა, ჩერნიგოვის ეპარქიის მდივანმა დეკანოზმა იგორ პიდანმა მოხელეთა ქმედებებს წმინდა თეოდოსის, ღირსი ლავრენტის, წმინდა ფილარეტ გუმილევსკის  წმინდა ნაწილების შეურაცხყოფა უწოდა.

ის ყვებოდა, რომ არავითარი განმარტება, ბრძანება წარმოდგენილი არ იყო ეგრეთ წოდებული „წმინდა ნაწილების შემოწმებაზე“, რომელიც კომუფლაჟიანი და ავტომატიანი ხალხის დაცვით ტარდებოდა.

„ნაკრძალისა და კულტურის სამინისტროს კომისიისთვის რელიგიურ გაერთიანებას და ეკლესიას არც ერთხელ არ გაუწევია წინააღმდეგობა. დღეს კი ისინი შემოიჭრნენ, არავის არ უშვებდნენ და ნათელი იყო, რომ იქ  აკეთებდნენ იმას, რის ნებასაც ჩვენ არ მივცემდით“, - თქვა მღვდელმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, კულტურის სამინისტროსა და ნაკრძალის შემოწმება 14 დეკემბერს დილით დაიწყო. ნაკრძალ «Чернигов древний»-ის წარმომადგენლები კომუფლაჟიანი ხალხის დაცვით ჩერნიგოვის უმე-ს სამების ტაძარში შეიჭრნენ და არც ერთ მღვდელმსახურს შიგნით არ უშვებდნენ.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.