უმე-ის სოციალურმა დეპარტამენტმა ხერსონის რეგიონს 5 ტონა ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა
უმე-ის სოციალური დეპარტამენტის წარმომადგენლები სოფელ სადოვოეს მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Церква допомагає»
2023 წლის 28 სექტემბერს, უმე-ის სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხებში სინოდალური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხერსონის რეგიონის ფრონტის ზონაში ხუთი ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს. ამის შესახებ ტელეგრამ-არხი «Церква допомагає» ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ფრონტის ხაზთან მდებარე დასახლებების მაცხოვრებლებს დახმარება სჭირდებათ მუდმივი დაბომბვის, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დატბორვის შემდეგ. განიცდიან წყლის, საკვებისა და საწვავის ნაკლებობას.
ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა უმე-ის დასავლეთ ევროპის ვიკარიატის თემების მხარდაჭერით და საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩის დახმარებით.
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდული მოძრაობის ,,პარასოლკა’’-ს მოხალისეებმა, რომელიც მოქმედებენ უმე-ის კიევის ამაღლების ეკლესიაში, ჰუმანიტარული დახმარების პარტია ჩაიტანეს ფრონტის ხაზზე ქალაქ სევერსკში.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.