მიტროპოლიტი კლიმენტი: მის უნეტარესს კიევ-პეჩერის ლავრაში შესვლა აუკრძალეს
მიტროპოლიტი კლიმენტი. ფოტო: Страна.ua
მიტროპოლიტმა კლიმენტმა, უმე-ის სინოდალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა კიევ-პეჩერის ლავრაში დაშვების სისტემაზე. ამის შესახებ გამოცემა „Strana“ იტყობინება.
მისი თქმით, ეროვნული რეზერვის მიერ წარმოდგენილმა კულტურის სამინისტრომ, შეადგინა იმ პირთა სიები, რომლებიც ლავრას ტერიტორიაზე დაიშვებიან. ამ სიაში მხოლოდ ბერების წოდების მქონე სასულიერო პირები შედიან. მონასტრის სემინარიელები და სხვა მორჩილები სიაში არ შეუყვანიათ. ნაკრძალის დირექტორმა ამ ადამიანებს განუცხადა, რომ თუკი ისინი დატოვებენ კიევ-პეჩერის ლავრას, უკან აღარ დაიშვებიან.
„ასევე, ლავრის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა უმე-ის წინამძღვარს, მიტროპოლიტ ონუფრის და უმე-ის საქმეთამმართველს, მიტროპოლიტ ანტონის“, - ამბობს მიტროპოლიტი კლიმენტი.
უმე-ის იერარქმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა დალუქეს რამდენიმე საწყობი, სადაც საკვები ინახებოდა.
„ლავრას ტერიტორიაზე არის მარნები, სადაც საკვები ინახება. რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა დალუქეს ეს შენობა და ახლა ამ საწყობებთან წვდომა არ გვაქვს“, - განაცხადა მან.
მიტროპოლიტმა კლიმენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ნაკრძალის ხელმძღვანელობის მტკიცებისა, რომ მან გაწყვიტა ყველა შეთანხმება უმე-თან, ყველა კომუნალური გადასახადის გადახდა გრძელდება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.
როგორც მჟკ იტყობინება, ადრე მიტროპოლიტმა კლიმენტმა აღნიშნა, რომ კიევ-პეჩერის ლავრიდან ბერების გამოსახლების მცდელობებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.