უმე-ის ხმელნიცკის ეპარქიაში 250 ათასი გრივნა შეგროვდა ხერსონის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის

ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დატბორილი მოსახლეობა. ფოტო: Telegram-канал Хмельницкой епархии УПЦ

ხმელნიცკის  და სტაროკონსტანტინოვკის მთავარეპისკოპოსი ვიქტორის ლოცვა-კურთხევით, უმე-ის ხმელნიცკის ეპარქიის სასულიერო პირებმა, მონაზვნებმა და საერო პირებმა შეაგროვეს 250 ათასი გრივნა ხერსონის რეგიონის მაცხოვრებლების საჭიროებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით. ამის შესახებ ეპარქიის პრესსამსახურში განაცხადეს.

ეპარქიამ შეგროვებული თანხები გადასცა უმე-ის სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხთა სინოდალურ დეპარტამენტს, რომელიც ხერსონის ეპარქიასთან შეთანხმებით დაზარალებულებს მიზნობრივ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

როგორც მჟკ იტყობინება, 2023 წლის 19 ივნისს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხმელნიცკის ეპარქიამ ხერსონში დაახლოებით 15 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.