პორტუგალიაში ევთანაზია დაკანონდა
ევთანაზიის დაკანონების მოწინააღმდეგეთა აქცია პორტუგალიის პარლამენტთან. ფოტო: sipausa.com
პორტუგალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ევთანაზიას უშვებს, იტყობინება theguardian.com.
დოკუმენტის მიხედვით, ექიმების დახმარებით თვითმკვლელობა შეიძლება ჩაიდინონ ქვეყნის მაცხოვრებლებმა, რომლებიც 18 წელს გადაცილებული არიან, რომლებიც „განუკურნებელი სენით არიან დაავადებული და აუტანელ ტანჯვას განიცდიან“.
ევთანაზიის უფლება არ ვრცელდება ფსიქიკურად არაკომპეტენტურად აღიარებულ პირებზე, ასევე უცხოელებზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევთანაზიის ლეგალიზებამ პორტუგალიური საზოგადოება გაყო – ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა თავს მორწმუნედ თვლის.
ევთანაზიის შესახებ კანონს პორტუგალიის პარლამენტმა მეხუთედ დაუჭირა მხარი. მას ორჯერ ვეტო დაადო კონსერვატიულმა პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუზამ და ორჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ. ახლა სახელმწიფოს მეთაური ვალდებულია რვა დღის ვადაში ხელი მოაწეროს დოკუმენტს.
როგორც მჟკ წერდა, ექსპერტებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი ევთანაზიის ლეგალიზაციასა და თვითმკვლელობათა რიცხვის ზრდას შორის.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.
ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს
მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.