უკანონობა კოხანოვსკაიასთან დაკავშირებით: უმე-თვის ხელისუფლებას კანონი არ გააჩნია და არც ექნება
პოლიციამ დაიჭირა უფლებადამცველი ვიქტორია კოხანოვსკაია. ფოტო: СПЖ
საღამოს 2023 წლის 19 აპრილს ქვედა ლავრაში შესასვლელთან უცნობი ადამიანები თავს დაესხნენ უფლებადამცველ ვიქტორია კოხანოვსკას, ძალით ჩასვეს ის პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს. ამასთან, სიტყვა „თავს დაესხნენ“ - გადაჭარბებული როდია. კადრებში ჩანს, რომ კოხანოვსკაია მიწაზე უგონოდ წევს, თუმცა კი რამოდენიმე წამის წინ ის თავს მშვენივრად გრძნობდა და პირდაპირი ეთერი მიჰყავდა ფეისბუქზე.
რა უქნეს მას სამართალდამცავებმა - უცნობია. თუმცა, ადამიანები ასე უბრალოდ არ კარგავენ გონებას. აი, რა ისაუბრეს მანქანაში თავად გამტაცებლებმა: „მან (კოხანოვსკაია - რედ.) დაიწყო წინააღმდეგობა, მე ხელი ვკარი. შემდეგ მან გონება დაკარგა. ჩავტენე მანქანაში და მიგვყავს“.
თუმცა, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ? როგორ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელი მოულოდნელად თავს დაესხას ქალს, დააგდოს ის უგონოდ ასფალტზე და არსებითად, გაიტაცოს კიდეც? კოხანოვსკაია, რა საზოგადოებისთვის საშიში დამნაშავეა, რომელიც მხოლოდ უხეში ძალით შეიძლება დააკავო? სულაც არა.
ვიქტორია კოხანოვსკაია ეკლესიას დიდი ხანია იცავს, მაგრამ ამასთან ყოველთვის იცავს კანონს. ის არასდროს არ უარყოფდა პასუხისმგებლობას თავის ქმედებებზე. თუმცა, ისევ და ისევ კანონის მიხედვით. 10 აპრილს ის უკვე დაკითხვაზე დაიბარეს. როცა ეს კანონის ფარგლებში იყო, კოხანოვსკაია თავად ჯდებოდა მანქანაში და მიდიოდა უუს-ში. თუმცა, როცა ეს უკანონო იყო, კოხანოვსკაია თვითონ უკითხავდა სამართალდამცავებს კანონის ნორმებს. რა მოხდა ამჯერად?
19 აპრილს დილით კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ დალუქეს კიევ-პეჩერის ლავრის ერთ-ერთი ლავრა, შიგნით ჩაკეტეს რა მონასტრის ძმები და მრევლი. რატომ უკანონოდ?
2013 წლიდან უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქმედებდა კიევ-პეჩერის ლავრის შენობების იჯარის უვადო ხელშეკრულებები. ამჟამად ხელისუფლებამ უცებ გადაწყვიტა მისი გაწყვეტა და ეკლესიის განდევნა. მონასტერმა მიმართა სასამართლოს, რომელიც შედგება 26 აპრილს. ანუ სასამართლომდე კულტურის სამინისტროს არ ჰქონდა არაფრის დაკეტვის და დალუქვის უფლება. მითუმეტეს- იქ ჩაეკეტა ადამიანები. სწორედ ამიტომ მორწმუნეების ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყო კოხანოვსკაიაც, მოახდინა კორპუსის განბლოკვა. ახლა ხელისუფლება სდებს ბრალს ამ ადამიანებს ხულიგნობაში და პოლიციამ აცნობა მათ ამის შესახებ.
ლავრის ადვოკატი ნიკიტა ჩეკმანი გვატყობინებს, რომ კოხანოვსკაიასთან თითქოსდა გამოიყენეს უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის ნორმა, რომლის მიხედვითაც დამნაშავე შეიძლება დააკავონ ძალის გამოყენებითაც.
კანონის თანახმად, ეს ხდება, თუ:
- დამნაშავეს იჭერენ დანაშაულის ადგილას.
- თუ არსებობენ მოწმეები ან იმის ნიშანი, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე.
ამ შემთხვევაშიც კი სამართალდამცავმა უნდა შეატყობინოს დაკავებულს დაკავების საფუძველი, რომელი დანაშაულის ჩადენაშია ის ეჭვმიტანილი და ასევე განუმარტოს მას უფლებები: ჰყავდეს დამცველი, მიიღოს სამედიცინო დახმარება და ა.შ.
ვნახეთ ჩვენ რამე მსგავსი კოხანოვსკაიას შემთხვევაში? არა. ჩვენ ვნახეთ მამაკაცთა ჯგუფის ბანდიტური თავდასხმა უმწეო ქალზე, რომლის შედეგადაც მან დაკარგა გონება. რას ნიშნავს ეს?
იმას, რომ კოხანოვსკაიას დაკავება ხელისუფლებას არ შეეძლო კანონის მიხედვით, მას ამის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ვიქტორია თვითონ მშვიდად ჩაჯდებოდა მანქანაში, როგორც ამას ადრე აკეთებდა.
ყოველივე იმას, რაც 19 აპრილის საღამოს მოხდა, ერთი ახსნა გააჩნია მხოლოდ - მორწმუნეებს უჩვენეს, რომ მათთვის დღეს არანაირი კანონი ქვეყანაში არ არსებობს. უფრო სწორედ, არის ძალის კანონი, მათრახის კანონი. როგორც ეს ჩეკისტებს ჰქონდათ 100 წლის წინ.
ჩვენი ხელისუფლების ყველა საუბარი, რომ თითქოს უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა, უფრო ჰგავს სასაცილო ანეგდოტს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ანეგდოტი სამწუხაროა.
წაიკითხეთ ასევე
შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა
მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.
საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი
სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.
საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში
წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.
იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა
პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება ადრექრისტიანულ იერუსალიმურ ლიტურგიკულ პრაქტიკას.