მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა საკვირაო წირვა ჩაატარა
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). ფოტო: ეპარქიის გვერდი
2025 წლის 21 დეკემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ჩაატარა, წირვის დასასრულს კი ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს. შობის მარხვაში გაძლიერება უსურვა და დალოცა ისინი.
შეგახსენებთ, საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.
სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით, „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისაგან ქვის ორი ფირფიტა მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი, ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ვიხილავთ და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით“.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთი მონასტერი გაქურდეს.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.
მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა
მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.
მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა
მეუფე დიმიტრიმ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსმთავრული კურთხევისა და სიყვარულისთვის მადლიერება გამოხატა.