ეროვნულ არქივში დოკუმენტური ფილმის „ნაზარის წერილები“ ჩვენება გაიმართა

გოდერძი შარაშია. ფოტო: განათლების სამინისტრო

გოდერძი შარაშია. ფოტო: განათლების სამინისტრო

საქართველოს ეროვნულ არქივში გოდერძი შარაშიას საავტორო დოკუმენტური ფილმის — „ნაზარის წერილების“ ჩვენება გაიმართა. ფილმი 1924 წელს დახვრეტილი ხუთი სასულიერო პირის ტრაგიკულ ბედს ასახავს, მათ შორის ქუთათელი მიტროპოლიტის — ნაზარის ისტორიას.

დოკუმენტურმა ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა — ნიუ-იორკის ONIROS FILM AWARDS 2025-ის კინოფესტივალზე ფილმმა მეორე ადგილი დაიკავა.

პროექტის იდეა წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის, ხოლო მისი განხორციელება ტელეკომპანია „იმედმა“ უზრუნველყო.

ფილმის ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა, უნიკალურ ისტორიულ მემკვიდრეობას ინახავს, რომლის დაცვა და საზოგადოებისთვის გაცნობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

მინისტრის თქმით, „ნაზარის წერილების“ უკან დიდი შრომა და სიღრმისეული კვლევა დგას, რაც საშუალებას აძლევს მაყურებელს, ახლოს გაეცნოს ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ, თუმცა უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებს. თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა გოდერძი შარაშიასა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს მაღალი დონის და საერთაშორისო აღიარების ღირსი პროექტის შექმნისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „საჯეირნო“ სამების საკათედრო ტაძარში კვირის წირვას დაესწრო.

საბერძნეთში წმინდა ნექტარიოს ეგინელიზე ფილმს გადაიღებენ

სერიალს გადაიღებს კინოსტუდია „წმინდა მაქსიმე ბერძენი“.

დღეს იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება

გადმოცემის მიხედვით, ეს წმინდა ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მე-15 წელს თვით წმინდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დახატა გეთსიმანიაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხალთის ეპარქიაში წირვას აღავლენს

 წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულ ფილიპეს მოიხსენიებს

იერუსალიმის ეკლესიის დევნის დროს სამარიაში იქადაგა ქრისტეს სჯული, სადაც მრავალი ადამიანი მოაქცია და მოინათლა.

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.

რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.