წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული – ათორმეტთაგან ერთ-ერთი მოციქული იყო

წმინდა ანდრია, პეტერ პაულ რუბენსის პორტრეტი. ფოტო: ღია წყარო

XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს სამეფოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ. 890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში.

ამ წყაროზე დაყრდნობით ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ცნობა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელს (XI საუკუნის II ნახევარი) მოეპოვება. ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამტკიცებდა. შემდგომში, ეფრემ მცირემ ეს ცნობა წმინდა ნინოს მქადაგებლობითი მოღვაწეობის ფაქტს შეუთანხმა და საქართველოში ქრისტიანობის მეორეგზის ქადაგების აუცილებლობას განმარტება მოუძებნა. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ (1103) ეფრემის ეს დებულება უცილობელ ჭეშმარიტებად ცნო და დააკანონა.

ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ეკლესია 12 დეკემბერს მღვდელმოწამე აბიბოსს მოიხსენიებს.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს

მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.