ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადების პროცესი გრძელდება
საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: ღია წყარო
2025 წლის 8 დეკემბერს, ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ლექცია-სემინარი გაიმართა, რომელიც სასულიერო პირთა პროფესიული გადამზადების პროცესის ნაწილია. გადამზადების მთავარი მიზანი საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების შექმნაა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები ჭიათურისა და საჩხერის, ტაო-კლარჯეთის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიებიდან. ამ ეტაპზე გადამზადებას თითოეული ეპარქიიდან სულ დაახლოებით 50 სასულიერო პირი გაივლის.
შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, გახსნა. სასულიერო პირმა თავის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა ღირებულებითი განათლების პროგრამის მნიშვნელობა საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, ფორმირებაში.
ლექცია-სემინარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის კონსულტანტი, მანანა ჯინჭარაძე უძღვებოდა. მონაწილეები გაეცნენ პროგრამის მიზნებს და სამომავლო სამუშაო გეგმებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.