სოფელ საღოლაშენში წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი აკურთხეს

ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი(აქიაშვილი)ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში.ფოტო: ეპარქიის გვერდი
7 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, ყოვლადუსამღვდელოესმა იობმა (აქიაშვილი) ახლადაშენებული წმინდა ქალწულმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარი აკურთხა.
საღმრთო წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ტაძრის წინამძღვრად მღვდელი იოანე (გურეშიძე) დაადგინა.
ღონისძიებას მრავალი ადგილობრივი მცხოვრები და სტუმარი დაესწრო. ახალი ტაძარი სოფლის სულიერი ცხოვრების გაძლიერებასა და მრევლის გამაერთიანებელ ცენტრად ქცევას შეუწყობს ხელს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია იღუმენ ექვთიმე ახალაიას დაბადების დღეს ულოცავს.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.