მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის დღე კონსტანტინოპოლში პაპის თანდასწრებით აღინიშნა
რომის პაპი და მსოფლიო პატრიარქი. ფოტო: რომფეა
30 ნოემბერს, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ და მსოფლიო საპატრიარქომ საზეიმოდ აღნიშნა თავისი საყდრის დღე – წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენება. დღესასწაული წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის თავმჯდომარეობით და ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორე II-ის თანამონაწილეობით აღინიშნა.
ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა რომის კათოლიკური ეკლესიის ახლადარჩეული პაპის, ლეო XIV-ისა და ბერძნული კათოლიკური ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირების მისვლამ.
პატრიარქალური და სინოდალური ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა პაპ ლეო XIV-ს „საყვარელი ძმა“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის იუბილეს ერთობლივი აღნიშვნა კიდევ უფრო აძლიერებს ქრისტიანულ ერთობას. მან ასევე გააჟღერა ინიციატივა აღდგომის საერთო თარიღის დადგენასთან დაკავშირებული დიალოგის გაგრძელებაზე.
პაპმა ლეო XIV-მ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის დიალოგისა და მეგობრული ურთიერთობის აუცილებლობაზე. მისი თქმით, მიუხედავად არსებული ისტორიული და თანამედროვე დაბრკოლებებისა, ცოცხალი ურთიერთობა და ძმობის განცდა არის გზა სრული ერთობისკენ.
„ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ძმობისკენ სწრაფვა,“ – აღნიშნა პაპმა და დაამატა, რომ ეკლესიების მისია დღეს, როდესაც მსოფლიოში კონფლიქტები და სისხლისღვრა ძალას იკრებს, მშვიდობისმყოფელის როლის შესრულებაა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა და პაპმა ლეო XIV-მ მორწმუნეებს პატრიარქალური სახლის აივნიდან დალოცנה.
დღესასწაულს ესწრებოდნენ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები, დიპლომატები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და მრავალი მორწმუნე. საბერძნეთის მთავრობა წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იანის ლოვერდოსმა.
საზეიმო დღის ბოლოს ორმა წინამძღვარმა კიდევ ერთხელ აკურთხა მრევლი საპატრიარქო სახლის აივნიდან.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, პაპი ეწვია სტამბოლში მდებარე ლურჯ მეჩეთს, რომელიც იმპერიაში ისლამის მოსვლის სიმბოლოა.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.