ეპისკოპოს ლაზარეს გარდაცვალებიდან ხუთი წელი აღინიშნა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი მეუფე ლაზარეს საფლავთან. ფოტო: ეპარქიის გვერდი

2025 წლის 19 ნოემბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მელქისედეკმა (ხაჩიძე), ბორჯომისა და ბაკურიანის გარდაცვლილი ეპისკოპოსის, მეუფე ლაზარეს (სამადბეგიშვილი) ხსენების დღე აღნიშნა.

მეუფე მელქისედეკმა ეპისკოპოს ლაზარეს საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა და მას გარდაცვალებიდან ხუთი წლისთავი მიუხსენა.

ღონისძიებას სასულიერო პირები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეგახსენებთ, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ვიზიტით იმყოფება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. მეუფემ მოილოცა წმინდა ილია თეზბიტელის ტაძარი, რომელიც მდებარეობს წმინდა პარასკევის უბანში, და წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ტაძარი კატო პატისიაში. აღნიშნულ ტაძრებში ეპისკოპოსი მელქისედეკი სხვადასხვა დროს მსახურობდა მღვდელმსახურად.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი ათენს ესტუმრა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.