სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი
ილია მეორე. ფოტო: ღია წყარო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების გამო (08.11.2025)
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია.
იგი სოხუმიდან იყო და ქვეყნის განსაცდელმა, ბუნებრივია, მასაც ტკივილიანი ცხოვრება არგუნა; თუმცა, განსაცდელები შემდეგშიც არ ტოვებდა, მით უმეტეს მღვდელმთავრის ხარისხში ყოფნისას.
ის, რომ იგი გამოირჩეოდა გულწრფელობით, უშურველობით, თავმდაბლობით, უბრალოებით, შემნდობი ხასიათით, სიყვარულით, განუკითხველობით… განსაკუთრებულად გამოჩნდა მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში. ამ თვისებების გამო შეიყვარა იგი ხალხმა ბორჯომშიც, თბილისშიც და, საერთოდ, ყველგან, სადაც კი მას მოუწია მსახურება.
ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს, ხოლო სასულიერო პირებს, მის სამწყსოს, ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მომადლოს მშვიდობა და მიტროპოლიტ სერაფიმესათვის ლოცვის ძალა.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
08.11.2025
წაიკითხეთ ასევე
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა წყალტუბოში საზეიმო ღვთისმსახურება აღასრულა
მეუფემ წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყალის ფერისცვალების სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღასრულა.
28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოსებ ალავერდელს მოიხსენიებს
ღირსი მამა იოსებ ალავერდელი საქართველოში VI საუკუნეში ჩამოსულ ასურელ მამათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე იყო და კახეთში ქრისტიანული სარწმუნოებისა და მონაზვნური ცხოვრების განმტკიცებას ემსახურებოდა.
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
ბოლნისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ცურტავის წმ.ქეთევანის ტაძარში ლიტურგია აღავლინა
წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს სადღესასწაულო მსახურება ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად შესრულდა.
პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.
ფოთში საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ფოთისა და ხობის ეპარქიაში საზეიმო წირვაში მიიღო მონაწილეობა.