პატრიარქმა თეოფილემ იერუსალიმში ჯ.დ. ვენსი მიიღო
პატრიარქი თეოფილე და ვენსები წმინდა საფლავის ტაძარში. ფოტო: იერუსალიმის საპატრიარქოს პრეს-სამასახური
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და მისი მეუღლე, უშა ვენსი, წმინდა საფლავის ეკლესიაში მიიღო.
პატრიარქმა თეოფილემ ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს ეკლესიის წმინდა ადგილები პირადად დაათვალიერებინა და მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის მის, როგორც უფლის ჯვარცმისა და აღდგომის ადგილის, ღრმა მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვიზიტის დროს იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარმა მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და უდანაშაულო ადამიანების ტანჯვის შემსუბუქების მცდელობისთვის. პატრიარქმა თეოფილემ მაცხოვრის სიტყვები მოიყვანა: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღვთის ძენი იწოდებიან“ (მათე 5:9).
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის იერუსალიმში ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარებისა და ღაზას სექტორში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე შედგა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ იერუსალიმის პატრიარქმა ღაზასა და უკრაინაში ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.