ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა წყალტუბოში საზეიმო ღვთისმსახურება აღასრულა
მეუფემ წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყალის ფერისცვალების სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღასრულა.
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყალის ფერისცვალების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
ღვთისმსახურებას ტაძრის სამღვდელოება და მრევლი ესწრებოდა. ლიტურგიის დროს სასულიერო პირებმა და მრევლმა ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ერთობლივად ილოცეს.
საზეიმო მსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა იოანემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და უფლის ჯვრის ძალითა და მადლით სულიერი სიმტკიცე და მშვიდობა უსურვა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
0
0
ქუთათელ - გაენათელი მიტროპოლიტი იოანე
ქუთაის-გაენათის ეპარქია
ჯვართამაღლება
მართლმადიდებლობა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09
