შიო III იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას აღავლენს

11 სექტემბერი 11:45
105
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სასულიერო პირებთან ერთად იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურებას აღავლენს.

ამ წუთებში, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სასულიერო პირებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

ღვთისმსახურებას სასულიერო პირებთან ერთად მრევლი ესწრება.

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს პატიოსნისა და დიდებულის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის იოანეს თავისკვეთას იხსენებს.

წმინდა იოანე ნათლისმცემელი უფალ იესო ქრისტეს წინამორბედი იყო და ადამიანებს სინანულისა და ღვთისკენ მოქცევისკენ მოუწოდებდა. მისი მოწამებრივი აღსასრული ქრისტიანული ეკლესიისთვის ერთგულებისა და ჭეშმარიტების დაცვის მაგალითს წარმოადგენს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 11 სექტემბერს პატრიარქი შიო III სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ