სამთავისის მონასტერში მრევლის მსახურები დააჯილდოვეს
მიტროპოლიტმა ანდრიამ თამარ რაზმაძესა და თამარ ნუსხელიძეს ეპარქიის აღორძინების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის ნიშნად ჯილდო გადასცა.
6 სექტემბერს, სამთავისის ისტორიულ მონასტერში, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის აღორძინებისა და ეკლესიური ცხოვრების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სამრევლოს მედავითნე თამარ რაზმაძე და მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი თამარ ნუსხელიძე დააჯილდოვა.
ეპარქიისა და სამრევლოს წარმომადგენლებმა მათ მიღწეული წარმატება მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს ერთგული მსახურებისთვის.
მათ უფლისგან მრავალი წელი, ჯანმრთელობა და მადლი უსურვეს, რათა მომავალშიც ღირსეულად ემსახურონ ღმერთსა და ეკლესიას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, აღაიანში წმინდა მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის ტაძარი აშენდება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09