ეპისკოპოსი სვიმეონი ულუმბოს მონასტერში საღვთო ლიტურგიას აღავლენს
საზეიმო მსახურება ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას აღავლენს ულუმბოს მამათა მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.
საზეიმო საღვთო მსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
დიდი დღესასწაულის აღსანიშნავად, მრევლსა და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში და ლოცვით შეხვდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მონასტერში დღესასწაული საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა.
0
0
სურამისა და ხაშურის ეპარქია
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი)
ღვთისმშობელი
დღესასწაული
მართლმადიდებლობა
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09