მთავარეპისკოპოს ექვთიმეს ეპისკოპოსად კურთხევის დღეს ულოცავენ
მთავარეპისკოპოს ექვთიმეს (ლეჟავა) ეპისკოპოსად კურთხევის დღესთან დაკავშირებით გულითად მილოცვებს უგზავნიან და ჯანმრთელობას, მხნეობასა და სულიერ სიმტკიცეს უსურვებენ.
რუის-ურბნისის ეპარქია გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს ექვთიმეს (ლეჟავა) ეპისკოპოსად კურთხევის დღეს ულოცავს.
ამ მნიშვნელოვან და ღირსშესანიშნავ დღეს მეუფე ექვთიმეს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, სულიერ სიმტკიცესა და უფლისგან ბოძებულ ძალას, რათა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახუროს წმინდა ეკლესიასა და ქართველ ერს.
მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ერისკაცობაში — თეიმურაზ გიორგის ძე ლეჟავა; დ. 1953, თბილისი) — გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1990 წელს ბერად აღკვეცა, 1991 წელს კი მღვდლად აკურთხეს. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით 2003 წლის 18 აგვისტოს გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 2011 წლის 16 ნოემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კეხიჯვარში ახალი სამსაკურთხევლიანი ტაძრის საძირკველი აკურთხეს.