კორცხელის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

27 ივლისი 09:40
252
სოფ.კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია სოფ.კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია

ისტორიული ტაძრის აღდგენის პროექტს არქიტექტორი და რესტავრატორი ნინო ნოზაძე ხელმძღვანელობს.

სოფელ კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სრული სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.

აღდგენითი პროექტი მიზნად ისახავს ტაძრის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას, არსებული დაზიანებების აღმოფხვრასა და ძეგლის სათანადო მდგომარეობაში დაბრუნებას.

სარესტავრაციო სამუშაოების პროექტის არქიტექტორი და რესტავრატორია ქალბატონი ნინო ნოზაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც მიმდინარეობს ტაძრის კვლევა და აღდგენის პროცესი.

კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მნიშვნელოვანი საეკლესიო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მისი რესტავრაცია ხელს შეუწყობს ტაძრის ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის დაცვას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა გერასიმემ კორცხელის დედათა მონასტერში ჯვარი აკურთხა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ