ჩხოროწყუში საგანმანათლებლო პროექტი იწყება

22 ივლისი 11:04
153
ჩხოროწყუს საკათედრო ტაძარი. ჩხოროწყუს საკათედრო ტაძარი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება პროფესორების საჯარო ლექციები, რომლებიც ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში გაიმართება.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, ჩხოროწყუს წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი იწყებს საეკლესიო-სამეცნიერო საგანმანათლებლო პროექტს – „ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად საქართველოში – 1700 წელი“.

პროექტი ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს და ხორციელდება ჩხოროწყუს საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურების ინიციატივით.

პროექტის ფარგლებში, 2026 წლის ზაფხულის განმავლობაში, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, პერიოდულად გაიმართება საჯარო ლექციები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორები წაიკითხავენ.

ლექციებს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზი უმასპინძლებს.

ჩხოროწყუს საკათედრო ტაძრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე წინასწარ გამოქვეყნდება ინფორმაცია თითოეული ლექციის თემის, ჩატარების დროისა და მომხსენებლის შესახებ.

პროექტში მონაწილეობა თავისუფალია და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი შიო III თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში წირვას დაესწრო და მრევლი დალოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ