ლონდონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა მიტროპოლიტმა ანდრიამ

21 ივლისი 20:21
171
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. ფოტო: ლონდონის საკათედრო ტაძარი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. ფოტო: ლონდონის საკათედრო ტაძარი

ღვთისმსახურებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

19 ივლისს, კვირა დღეს, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სამღვდელმთავრო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა, გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევა.

ამასთან, მრევლს დაურიგდა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემული ხატები და ლოცვანები.

საღმრთო ლიტურგიას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, ბატონი ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტები დალოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ