ბესიკ კუსიდი: დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია დევნილი ახალგაზრდებისთვის
სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი და აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდები პატრიარქმა დალოცა.
სტამბოლში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს შეხვდნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკზე.
მინისტრის თქმით, ბანაკში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი და აჭარაში მცხოვრები აფხაზი ახალგაზრდები, რაც მათი პიროვნული განვითარებისა და მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
ბესიკ კუსიდმა განაცხადა:
„ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი და აჭარაში მცხოვრები აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ბანაკში. ეს უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების განვითარებისათვის, მათი მსოფლმხედველობისა და თვალსაწიერის გაფართოებისათვის. მომავალშიც ხელს შევუწყობთ მსგავსი პროექტების განხორციელებას.“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულთა პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სტამბოლში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს შეხვდა, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილი და აჭარაში მცხოვრები ბავშვები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მსოფლიო პატრიარქის მილოცვა ახალი პატრიარქის, შიო III-ისადმი.