18 ივლისს ნანტის წმინდა შუშანიკის სახელობის ქართულ სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინება
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღასრულებს.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, შაბათს, 18 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ნანტში, წმინდა შუშანიკის სახელობის ქართულ მართლმადიდებელ სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. საღმრთო ლიტურგიას აღასრულებს იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა).
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიცვალებულთა სულების მოსახსენებლად პანაშვიდი აღევლინება.
ღვთისმსახურება გაიმართება შემდეგ მისამართზე: 53 Boulevard de la Beaujoire, 44300 Nantes, France.
ნანტის წმინდა შუშანიკის სახელობის ქართული სამრევლო ყველას იწვევს ერთობლივ ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად და საღმრთო ლიტურგიაზე დასასწრებად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ნანტში წმინდა შუშანიკის სახელობის სამრევლოში ზეთის კურთხევის მსახურება აღესრულა.
0
0
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია საზღვარგარეთ
მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია)
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
დღეს 10:28
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47