15 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია ვლაქერნობას აღნიშნავს

14 ივლისი 15:13
378
ვლაქერნობა 2017. ფოტო არქივი ვლაქერნობა 2017. ფოტო არქივი

დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან სპეციალურ ლუსკუმაში ჩაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელს გამოაბრძანებენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან სპეციალურ ლუსკუმაში ჩაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი გადაბრძანდება ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია გაიმართება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი მთელი დღის მანძილზე მოგაწვდით კადრებს ღვთისმსახურებიდან და ლიტანიობიდან.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, თითოეულ მორწმუნეს შესაძლებლობა ექნება, თაყვანი სცეს, მოილოცოს ღვთისმშობლის კვართი და სიწმინდეები, რომლებიც მუზეუმიდან წელიწადში ერთხელ, სწორედ ვლაქერნობის დღესასწაულზე გადმოაქვთ საკათედრო ტაძარში.

ამ დღესასწაულზე ზუგდიდში მოსალოცად მრევლი ჩადის როგორც საქართველოს ეპარქიებიდან, ასევე უცხოეთიდან.

ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა 1990 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს აღინიშნება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა გერასიმემ აბიტურიენტები დალოცა და ორი სტიქაროსანი აკურთხა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ