ბულგარეთის ეკლესიამ პატრიარქი ბართლომეოსი ოქტომბერში დღესასწაულზე მიიწვია
ბულგარეთის ეკლესიის დელეგაციამ მსოფლიო პატრიარქს მისი წინამძღვრის მოწვევა გადასცა.
ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა წმინდა იოანე რილელისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად, იტყობინება Orthodoxia News Agency.
რუსეს მიტროპოლიტ ნაუმის ხელმძღვანელობით საეკლესიო დელეგაცია ფანარს ეწვია, რათა პირადად გადაეცა ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მოწვევა და მოკითხვა. შეხვედრა სტამბოლის წმინდა კირიაკის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგიის დროს გაიმართა. ბულგარეთის დელეგაციაში ასევე შედიოდნენ მელნიშელი ეპისკოპოსი გერასიმე და ალექსანდრე სმოჩევსკი.
კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურის ვიზიტი ბულგარეთის მფარველი წმინდანის, წმინდა იოანე რილელის დაბადებიდან 1150 წლისა და გარდაცვალების 1080 წლისთავის აღნიშვნას ემთხვევა. სადღესასწაულო ღონისძიებები ბულგარეთში 2026 წლის 16-დან 20 ოქტომბრამდე გაიმართება. წირვის შემდეგ პატრიარქმა ბართლომეოსმა ბულგარელ ელჩებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ბულგარეთის პატრიარქმა სკოლებში რელიგიური განათლების დაბრუნებისკენ მოუწოდა.