ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს ანგელოზის დღეს ულოცავენ

7 ივლისი 12:09
360
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს.

მიტროპოლიტი იოანე (ერისკაცობაში — გურამ ვახტანგის ძე გამრეკელი) არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი და ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავარი. იგი ამ კათედრაზე 2019 წლის 31 ოქტომბერს, მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. არის საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე და გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. 

მეუფე იოანე აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. მისი ავტორობით ქუთაის-გაენათის ეპარქიის ოფიციალურ პლატფორმებზე რეგულარულად ვრცელდება ვიდეოლექციები, რომლებიც ეძღვნება წმინდა წერილისა და სახარების განმარტებებს.

ქუთაის-გაენათის ეპარქია ულოცავს საყვარელ მეუფე იოანეს ანგელოზის დღეს. ,,თქვენი მამობრივი ზრუნვა ყოველთვის გულს გვითბობს და უფლის გზაზე მიმავალთ სულიერ გამოცდილებით სიბრძნით მიგვიძღვებით. ღმერთმა ინებოს თქვენი დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე და მრავალჟამიერი მსახურება ამ ისტორიულ კათედრაზე, ისპოლა ეტი დესპოტა!'' - ვკითხულობთ ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივლისს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ