ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიაში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე განხილული იყო ყოველწლიური თვითშეფასების პროცედურები, ხოლო პროცესის დეტალები ხარისხის მართვის სპეციალისტმა მარინა გოგოლაძემ წარადგინა.
2026 წლის 2 ივლისს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, სკოლა-გიმნაზიაში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ხელმძღვანელობდა სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე). შეხვედრის მთავარი თემა იყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების პროცედურები და მათი ეფექტიანი განხორციელების მექანიზმები.
მომხსენებელი იყო სკოლა-გიმნაზიის ხარისხის მართვის სპეციალისტი მარინა გოგოლაძე, რომელმაც დამსწრეებს თვითშეფასების პროცესის მიზნები, ძირითადი ეტაპები და პრაქტიკული საკითხები გააცნო. შეხვედრა თანამშრომელთა ინფორმირებულობისა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას ემსახურებოდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზესტაფონსა და ხარაგაულში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყალება გასცეს.