ქვემო შუანოს მონასტერში მორჩილი ზაზა დევიძე მონაზვნად აღიკვეცა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ახლადაღკვეცილ მონაზონს სახელად ბასიანე უწოდა.
ამა წლის 23 ივნისს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქვემო შუანოს წმინდა ანტონი დიდის სახელობის მამათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცის წესი აღასრულა.
მონაზვნად აღიკვეცა მონასტრის მორჩილი ზაზა დევიძე, რომელსაც მეუფე იობმა სახელად ბასიანე უწოდა.
მონაზვნად აღკვეცა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი მოვლენაა, რომელიც ღვთისადმი სრული მიძღვნისა და მონაზვნური ცხოვრების გზაზე დადგომის სიმბოლოს წარმოადგენს.
ქვემო შუანოს წმინდა ანტონი დიდის სახელობის მამათა მონასტერში აღსრულებულ ამ მნიშვნელოვან საეკლესიო მოვლენას სასულიერო პირები და მრევლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახლადაღკვეცილ მონაზონ ბასიანეს ეკლესიის წიაღში ღირსეული მოღვაწეობა და ღვთის შეწევნა უსურვეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ მიტროპოლიტმა იობმა ქვემო შუანოს მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.