მრავალშვილიან დედათა ანსამბლი „იავნანა“ ფოლკლორულ საღამოს გამართავს

23 ივნისი 15:55
171
მრავალშვილიან დედათა ანსამბლი „იავნანა“ ფოლკლორულ საღამოს გამართავს

25 ივნისს, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართება.

ამა წლის 25 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მრავალშვილიან დედათა ანსამბლი „იავნანა“ წარდგება ფოლკლორული პროგრამით.

ღონისძიების ფარგლებში ანსამბლი მსმენელს ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ფოლკლორულ ნომრებს შესთავაზებს, რაც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ფოლკლორის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ამ განსაკუთრებულ საღამოს და ქართული ხალხური შემოქმედების მრავალფეროვნებას გაეცნონ.

ადგილი: თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზი
დრო: 25 ივნისი, 18:00 საათი.

მართლმადიდებელ ჟურნაილსტთა კავშირი ადრე წერდა, რომ რენეში ქართულ-ფრანგული ასოციაცია „ერთობის“ ორგანიზებით ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ