მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი 17 და 20 ივნისს საღმრთო ლიტურგიას აღავლენს
საღვთისმსახურებები სოფელ ჭანდრებში მდებარე ჩინებულის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერსა და ქოზიფას მამათა მონასტერში გაიმართება.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) უახლოეს დღეებში რამდენიმე მონასტერში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
17 ივნისს, ოთხშაბათს, მეუფე იობი სოფელ ჭანდრებში მდებარე ჩინებულის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში იღვაწებს.
20 ივნისს, შაბათს, მიტროპოლიტი იობი საღმრთო ლიტურგიას ქოზიფას მამათა მონასტერში აღავლენს.
ორივე შემთხვევაში ღვთისმსახურების დაწყების დრო 09:00 საათია.
ეპარქია მრევლსა და მომლოცველებს საღვთო ლიტურგიებზე დასასწრებად იწვევს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართალ იობ მრავალნებულის დღეს სარკინეთის ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღესრულა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09