გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა
ელჩი გარეტ უორდი მეუფე ანდრიასთან ერთად გიორგი მთაწმინდელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას ეწვია, შეხვედრა კი საეპისკოპოსო რეზიდენციაში გაგრძელდა.
28 მაისს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიაში უმასპინძლა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ გარეტ უორდს.
ვიზიტის ფარგლებში მეუფე ანდრიამ და ელჩმა მოინახულეს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სკოლა-გიმნაზია, სადაც გაეცნენ სასწავლებლის საქმიანობასა და საგანმანათლებლო გარემოს.
სკოლა-გიმნაზიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ შეხვედრა გორისა და ატენის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში გაგრძელდა. მხარეებმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ვიზიტი მეგობრულ და საქმიანი დიალოგის ატმოსფეროში წარიმართა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე დიმიტრი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრებს შეხვდა.
0
0
გორისა და ატენის ეპარქია
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია
შეხვედრა
მართლმადიდებლობა
დიდი ბრიტანეთი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ