სიონის ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

3 ივნისი 21:40
198
სიონის საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ სიონის საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტაძრის გადახურვისა და სამრეკლოს დაზიანებული ნაწილები სრულ რეაბილიტაციას გაივლის, სამუშაოების ღირებულება კი 1 220 000 ლარს შეადგენს.

თბილისის მერიამ სიონის საკათედრო ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს.

თბილისის მერიის განცხადებით, ტაძრის არსებული მდგომარეობა სარეაბილიტაციო ჩარევას საჭიროებს, რადგან დაზიანებულია გადახურვა და სამრეკლო. აღნიშნული დაზიანებების გამო ნალექი კედლებში აღწევს, რაც ტაძრის უნიკალურ ფრესკებსა და ისტორიულ ინტერიერს საფრთხეს უქმნის.

პროექტის ფარგლებში ტაძრის დაზიანებული გადახურვისა და სამრეკლოს სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ვინაიდან სიონის ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებია, სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროცესის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი. პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს.

სიონის საკათედრო ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი და ისტორიული ძეგლია, რომლის დაცვა და შენარჩუნება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღეს ლომისობის დღესასწაულია.

სიონის ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - სურათი 1
სიონის ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - სურათი 2

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ