საქართველოს მთავრობის წევრები ფოკაში პარაკლისს დაესწრნენ

2 ივნისი 09:05
252
ფოკა, წმინდა ნინოს მონასტერი. ფოტო: საქართველოს მთავრობა ფოკა, წმინდა ნინოს მონასტერი. ფოტო: საქართველოს მთავრობა

პარაკლისი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.

1 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ პარაკლისი აღავლინა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ნინოობა მიულოცა.
მთავრობის მეთაური, უწმინდესსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ფოკაში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრი მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ელისაბედს შეხვდა და დღევანდელი დღე მიულოცა.

ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, დღეს ასევე დაათვალიერა ახალქალაქის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მუზეუმი.
პრემიერ-მინისტრს და პატრიარქს სამღვდელმთავრო რეზიდენციაში უმასპინძლა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
დღეიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს. საიუბილეო ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კაენის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ