პროექტ „გაიწაფე მხატვრულ კითხვაში“ პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა
მონაწილეებმა საკუთარი მხატვრული კითხვის ნიმუშები წარადგინეს და პროფესიონალი მსახიობისგან ინდივიდუალური რეკომენდაციები მიიღეს.
მოძრაობა „დავითიანნის“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის — „გაიწაფე მხატვრულ კითხვაში“ — პირველი ეტაპი წარმატებით გაიმართა. პროექტის ფარგლებში მონაწილე ახალგაზრდებმა საკუთარი მხატვრული კითხვის ნიმუშები წარადგინეს და შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიონალური შეფასება და პრაქტიკული რჩევები მიეღოთ.
ღონისძიებას სპეციალური მოწვევით ესწრებოდა მსახიობი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ეკა ქუთათელაძე. მან მონაწილეებს მხატვრული კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა, გაუზიარა პროფესიული გამოცდილება და მასტერკლასის ფორმატში ინდივიდუალური რეკომენდაციები მისცა.
პროექტის პირველი ეტაპი მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის, რადგან მათ განივითარეს მეტყველების, სცენური წარმოდგენისა და აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარები. მონაწილეები უკვე აქტიურად ემზადებიან კონკურსის მომდევნო ეტაპისთვის, სადაც თავიანთ ნამუშევრებს ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენენ.
პროექტი „გაიწაფე მხატვრულ კითხვაში“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართული სიტყვის კულტურის, ლიტერატურისა და მხატვრული კითხვის პოპულარიზაციას, ასევე შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.