პროექტ „ეკრანს მიღმას“ ფარგლებში მონაწილეებისთვის არტ-თერაპიის სესია გაიმართა

27 მაისი 12:29
126
დავითიანნი დავითიანნი

შემოქმედებითი აქტივობით ახალგაზრდებმა თვითგამოხატვის, ემოციური განტვირთვისა და ერთმანეთთან კომუნიკაციის მნიშვნელობა აღმოაჩინეს.

პროექტ „ეკრანს მიღმას“ ფარგლებში ორგანიზაცია „ახალგაზრდულ სახლში“ მონაწილეებისთვის არტ-თერაპიის სესია გაიმართა.

სესიის დასაწყისში მონაწილეებმა დაათვალიერეს ახალგაზრდული სახლის სივრცე, გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობას, მიზნებსა და უკვე განხორციელებულ აქტივობებს.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის შემოქმედებითი თვითგამოხატვის შესაძლებლობის შექმნა, ყოველდღიური სტრესისგან განტვირთვა და მონაწილეებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობის გაძლიერება.

არტ-თერაპიის პროცესმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული სივრცის მიღმა ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, საკუთარი განცდების გაცნობიერება და ერთმანეთის მხარდაჭერის კულტურის განვითარება.

სესიას უძღვებოდა ახალგაზრდული მუშაკი — ლალი გამისონია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ