პროექტ „ეკრანს მიღმა“ ფარგლებში პარტნიორი სკოლების ლიდერთა კლუბებისთვის პირველი აქტივობა გაიმართა
ფსიქოლოგთან ჩატარებულ სესიებზე ახალგაზრდებმა ემოციების მართვა, ციფრული დამოკიდებულება და რეალური კომუნიკაციის მნიშვნელობა განიხილეს.
მოძრაობა „დავითიანნის“ პარტნიორი სკოლების ლიდერთა კლუბების ერთობლივი პროექტის ფარგლებში პირველი აქტივობა გაიმართა — ახალგაზრდები ფსიქოლოგებთან შეხვედრის ფორმატში ჩაერთნენ თემატურ სესიებში.
პროექტის „ეკრანს მიღმა“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრები ინტერაქციულ გარემოში წარიმართა და მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ემოციების მართვა, ციფრული დამოკიდებულების გავლენა, თვითშეფასება, ურთიერთობები, რეალური კომუნიკაცია და ემოციური კეთილდღეობა.
სესიების მიზანი იყო მოზარდებისთვის უსაფრთხო და ღია სივრცის შექმნა, სადაც ისინი საკუთარ გამოცდილებასა და გამოწვევებზე ისაუბრებდნენ, ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაიაზრებდნენ და დაფიქრდებოდნენ ეკრანს მიღმა არსებულ ნამდვილ ურთიერთობებზე.
პროექტი „ეკრანს მიღმა“ ორიენტირებულია მოზარდებში ფსიქო-ემოციური მდგრადობის გაძლიერებასა და ჯანსაღი სოციალური გარემოს ხელშეწყობაზე არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით.
პროექტს ახორციელებენ №10, №72, №130, №172 და №176 საჯარო სკოლების ლიდერთა კლუბები.
სესიებს უძღვებოდნენ ფსიქოლოგები — ციცი ლომიძე და ეკა ხოფერია.
პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ დარსანია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.