კვალითის დასახლებაში წმინდათა ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში ეპისკოპოსი მელქისედეკი პირველ წირვას აღავლენს

26 მაისი 09:27
198
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). ფოტო: ეპარქიის გვერდი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). ფოტო: ეპარქიის გვერდი

სადღესასწაულო ღვთისმსახურება 7 ივნისს, 10:00 საათზე გაიმართება — ტაძრის ქტიტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე.

2026 წლის 7 ივნისს, 10:00 საათზე, კვალითის დასახლებაში მდებარე წმინდათა ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართება.

პირველ საღვთო ლიტურგიას აღავლენს მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).

მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ამ მნიშვნელოვან საეკლესიო მოვლენაში და ილოცონ ახალმოწამეთა სახელობის ახლად აღმართულ ტაძარში.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის ქტიტორი (აღმშენებელი) გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ბეჟან წაქაძე, რომლის მხარდაჭერითა და ძალისხმევით განხორციელდა აღნიშნული საეკლესიო პროექტი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღეს ღირსი ექვთიმე ათონელის, მთარგმნელის ხსენების დღეა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ