კულტურის მინისტრი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

26 მაისი 09:14
180
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოსამზადებელ სამუშაოებს ათვალიერებს. ფოტო: კულტურის სამინისტრო კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოსამზადებელ სამუშაოებს ათვალიერებს. ფოტო: კულტურის სამინისტრო

ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ხვალ დიდი სახალხო ზეიმი ღირსეულად ჩავატაროთ", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
"წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვხვდებით, რადგან ჩვენი ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.


ხვალ, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ფიცს დადებენ ჩვენი წვევამდელები. ჩატარდება აღლუმი. დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობს ყველა სამინისტრო. კულტურული ღონისძიებები მთელ საქართველოში გაიმართება. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულად წარვადგენთ ღვინოსა და ხორბალს. მოეწყობა სპორტული ღონისძიებები, საბავშვო კუთხეები; გამოტანილი იქნება ადგილობრივი ნაწარმი - ქართველი მეწარმეების ნახელავი.
ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ხვალ დიდი სახალხო ზეიმი ღირსეულად ჩავატაროთ", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისში სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინისა და ფხოვის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება. 20:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ჩატარდება გალაკონცერტი.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება სლოგანით - "1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს".

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღეს ღირსი ექვთიმე ათონელის, მთარგმნელის ხსენების დღეა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ