ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა წმინდა ნიკოლოზის სკოლის მეთორმეტეკლასელები დალოცა

23 მაისი 17:12
144
ყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი მე-12 კლასის კურსდამთავრებულებთან. ფოტო: ეპარქიის გვერდი ყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი მე-12 კლასის კურსდამთავრებულებთან. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ფოთის საეპარქიო სახლში გამართულ შეხვედრაზე მეუფემ ახალგაზრდებს მომავლისკენ მიმავალ გზაზე წარმატება და ღვთის შეწევნა უსურვა.

22 მაისს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, ყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა ფოთის საეპარქიო სახლში მიიღო ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზ/ს საშუალო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები.

შეხვედრა მოსწავლეების ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის – სკოლის დასრულებისა და ახალი გზის დაწყების წინ გაიმართა. მიტროპოლიტმა ახალგაზრდებს მიმართა სიტყვით, უსურვა სულიერი სიმტკიცე, ცოდნის გაღრმავება და პასუხისმგებლობითა და სიყვარულით სავსე მომავალი.

მეუფე გრიგოლმა მოსწავლეები დალოცა და მათ მომავალ ცხოვრებაში წარმატება, ღვთის შეწევნა და კეთილი გზით სვლა უსურვა. შეხვედრა თბილ და საზეიმო გარემოში წარიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ილია II-ისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ