მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით მეუფე სვიმეონი საზეიმო ღვთისმსახურებებს აღავლენს
წრომის ამაღლების ტაძარში მწუხრისა და ცისკრის ლოცვა გაიმართება, ხოლო სურამის მამათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია.
მაცხოვრის ამაღლების უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი) 20 და 21 მაისს სადღესასწაულო ღვთისმსახურებებს აღავლენს.
20 მაისს მეუფე სვიმეონი წრომის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში მწუხრისა და ცისკრის ლოცვას შეასრულებს. საღვთო მსახურება 17:00 საათზე დაიწყება და მას სასულიერო პირებთან ერთად მრევლიც დაესწრება.
ხოლო 21 მაისს, მაცხოვრის ამაღლების დღეს, ეპისკოპოსი სვიმეონი საზეიმო საღვთო ლიტურგიას სურამის მაცხოვრის ამაღლების მამათა მონასტერში აღავლენს. სადღესასწაულო მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.
მაცხოვრის ამაღლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საუფლო დღესასწაულია მართლმადიდებელ ეკლესიაში. იგი აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება და მორწმუნეებს ახსენებს უფალ იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის მღვდელმთავრად კურთხევიდან 34 წელი შესრულდა.