საფრანგეთში წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი იუბილარია

14 მაისი 12:57
189
ფოტო არქივი. ტაძრის კურთხევა ფოტო არქივი. ტაძრის კურთხევა

ტაძრის დაარსებიდან 17 წელი — არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი ქართველ ემიგრანტებს თამარობის დღესასწაულს ულოცავს.

საფრანგეთში მდებარე წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ტაძარი დღეს იუბილარია. ტაძარი 2009 წლის 14 მაისს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა, მეუფე აბრაამმა აკურთხა, ხოლო პირველი საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.

მისი თქმით, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი წლების განმავლობაში ქართველი ემიგრანტებისთვის სულიერ ნავსაყუდლად იქცა და მრავალი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

არქიმანდრიტი ანტონი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ მეუფე აბრაამისა და იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ძალისხმევითაც ტაძარი აშენდა, მათ შორის ბუბა ქებურიას მიმართ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტაძარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საფრანგეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანებაში. წლების განმავლობაში სრულიად საფრანგეთის მასშტაბით ჩამოყალიბდა 17 სამრევლო, ხოლო ეკლესიის ირგვლივ შეიქმნა ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე.

ტაძართან ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „თამარიონი“, საკვირაო სკოლა და მგალობელთა გუნდი, რაც ემიგრაციაში მცხოვრებ ახალ თაობას ქართულ ფესვებთან და მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან აკავშირებს.

„ტაძრის მეშვეობით ქართველი მრევლი დაუკავშირდა როგორც ღმერთს, ასევე სამშობლოს,“ — აღნიშნავს არქიმანდრიტი ანტონი.

მილოცვის დასასრულს იგი თამარობის დღესასწაულს ულოცავს ტაძრის მრევლს, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებსა და სრულიად საქართველოს და წმინდა თამარ მეფის შეწევნას უსურვებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 14 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ